ლიეტუვაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვილნიუსში ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული ხიდი და კაუნასში მდებარე ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ამასთან ერთად, ვილნიუსის ცენტრში მდებარე ლუკიშკიოს მოედანზე საქართველოს დროშები აღიმართა.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში გაიმართება საზეიმო მიღება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ამ ფარგლებში მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგებიან ანსამბლების „ქართული ხმების” და „რუსთავის” წევრები, ასევე, გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი გამოფენის პრეზენტაცია.

ღონისძიება მიეძღვნება საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები