ნაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინოშინი ტაკაიასუსთან დამარცხდა

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს მე-15 საშეჯიბრო დღეს ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ შეხვედრამდე, ტოჩინოშინს ტაკაიასუ რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული. ტოჩინოშინმა ბაშო 10 გამარჯვებით და ხუთი მარცხით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი სუმოში ყველაზე მაღალი წოდების მქონე მეტოქეს, იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები