ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა

16 წლის დედას, რომელმაც 7 თვის ჩვილი მოკლა, გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას’’ შსს-ს პრესსამსახურმა მიაწოდა. ბრალდებულის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს. გადაწყვეტილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მიიღეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 მაისს, გამთენიისას, ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამის თქმით, ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იმყოფებოდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები