დეკანოზი: დავითგარეჯის კლდოვანი საფარის ნგრევა დილიდან გრძელდება, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს!

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„შეიძლება, დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავითგარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით კი აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები