ირაკლი ზარქუა: საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის უსამართლობა, რომელსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპონენტები ზერელე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა იმ საკითხების მიმართ, რომელზეც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. მან ერთ კონკრეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც საკრებულო მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
„რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, ეს რომელი საკითხია. ეს ტვილდიანების გახმაურებული საქმეა. ამ კონკრეტულ ადამიანს 11 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა ჰქონდა. თქვენმა რეჟიმმა მას წაართვა ქონება, შვილი დაუპატიმრეთ, რადგან არ გაძლევდათ ამ მიწის ნაკვეთს. შემდეგ ფული გაახდევინეთ, გადააფორმებინეთ ქონება და რაც დაუტოვეთ, იმ ნაწილს რეკრეაციულ-ლანდშაფტური ზონა დაადეთ. ჩვენ ვცდილობთ, დღევანდელი გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღვადგინოთ. ჩვენ მონაცვლეობა გავაკეთეთ და ამით ვუთხარით დაზარალდებულ მხარეს, რომ წინა რეჟიმის მიერ დაშვებული იყო შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე ინფორმაციით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის უსამართლობა, რომელსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები