საქსტატი: საქართველოში ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი – განათლებაზე

საქართველოში შინამეორნეობების ხარჯების დიდი ნაწილი – 37,4% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის, ყველაზე მცირე – 3,4% კი, განათლებაზე – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, ამავე მონაცემებში 13% მოდის საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზსა და გათბობის სხვა საშუალებებზე.
რაც შეეხება ჯანდაცვას – შინამეურნეობის მიერ გაწეული ხარჯებიდან მას 12,5% უკავია. მას მოსდევს ტრანსპორტი 10,7%-იანი მაჩვენებლით. დანარჩენი ხარჯები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, სხვადასხვა სამომხმარებლო საჭიროებაზე ნაწილდება.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ხარჯებს – 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები