ადა მარშანია: ათი პოლიტიკოსიდან რვა „შიზოფრენიკია“ საქართველოში, მათ “შიზოფრენიას” მე ვუყურებ 30 წელია

“რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო მსოფლიო დაეტაკება რუსეთს. არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. 10 პოლიტიკოსიდან 8 „შიზოფრენიკია“ საქართველოში”, – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ადა მარშანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ადა მარშანიამ მმართველი პარტია გააკრიტიკა.
“ჩვენ როგორც კი ჩავდივართ მოსკოვში, პირველი სიტყვები, რასაც ვამბობთ, ეს არის რომ – ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში სოხუმსა და ცხინვალზე სასაუბროდ, სოხუმისა და ცხინვალის დასაბრუნებლად. საუბრით ბრუნდება ტერიტორიები, პირველ ყოვლისა, დიალოგის დაწყებით, სხვანაირად როგორ შეგვიძლია? გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? არ გვაქვს ბომბი, რომც გვქონდეს, ვერ ვესვრით რუსეთს ბომბს.
რატომ ხართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო მსოფლიო დაეტაკება რუსეთს. არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ “შიზოფრენიას” მე ვუყურებ 30 წელია. 10 პოლიტიკოსიდან 8 „შიზოფრენიკია“ საქართველოში. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას პუტინმა, რას ვაკეთებთ ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი პუტინმა არ გადადგა და როგორც ჩანს მისი ქცევიდან, მათი განცხადებებიდან, არ აპირებს ამ პირველ ნაბიჯს. მიმაჩნია, რომ მიდგომა არასწორია. დიალოგი უნდა გავმართოთ, მაგრამ პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ, დაზარალებულმა ხალხმა, იმ ხალხმა, ვინც ტერიტორიები დაკარგა. რუსეთთან თანმხვედრი ინტერესები უნდა მოვძებნოთ. რუსეთი სახელმწიფოა, ჩვენ მოგვწონს თუ არა, მათ აქვთ თავისი ინტერესები, მუდმივი თუ ცვალებადი. მეზობელია რუსეთი, ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ. მმართველ პარტიას შტამპები აქვს თავში, იმ შტამპებს ვერ სცილდება, ერთი შტამპი ნატო-ში შესვლა აქვთ და ამის მეტს ვერაფერს ხედავენ, რა მდგომარეობაა ჩვენ ირგვლივ. მეორე შტამპი აქვს, რომ ჰგონია, საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით ეშველება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს. საუბედუროდ, ცდებიან ამ ორივე საკითხში ჩვენი გამოჩენილი პოლიტიკოსები”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები