ბიძინა გიორგობიანი: ანტიპიარის მიზანი ნათელია – კამპუსების მშენებლობის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე დაგროვდეს ნეგატივი

სოციალური ქსელების მომხმარებელი ,ბიძინა გიორგობიანი თავის „ფეიბუქპოსტში“ “შავ” PR-ზე, ზოგიერთი არასამთვრობოს არაადეკვატურ რეაქციასა და ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსების გარშემო ატეხილ პროპაგანდისტულ შეტევებზე საუბრობს.
მისი თქმით, ზოგიერთის მიზანია, კამპუსების მშენებლობის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე დაგროვდეს ნეგატივი.
„კიდევ ერთხელ ვნახოთ, როგორ მუშობს “შავი” PR და პროპაგანდა ერთდროულად. გიგანტურ ჰესებზე კვალიფიციური არასამთავრობოების არგუმენტებს ხშირად სწორედ იმიტომ აღარ აქვთ წონა და ავტორიტეტი, რომ ზოგიერთები ასეთ თემებს არაადრეკვატურ რეაქციას აძლევენ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსების თემაზე პროპაგანდისტული შეტევები, თითქმის, პროექტირების დღიდან დაიწყო. კრიტიკის ძირითადი შინაარსია – „გვატყუებენ და არანაირი უნივერსიტეტი აქ არ შენდება, აქ ბაყაყები ყიყინებენ“. იწყება მშენებლობა და, არიქა, 100 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ეგზემპლარი იჭრება. ესეც რომ არ ყოფილიყო, იტყოდნენ, აქ “წითელი ნუსხის” ხეები რომ მდგარიყო, აუცილებლად მოჭრიდნენო. ანტიპიარის მიზანი ნათელია (უფრო სწორად ბნელია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა ქართულად), კამპუსების მშენებლობის წინააღმდეგ დასაწყისიდანვე დაგროვდეს ნეგატივი. ნეგატივი, რომელიც გახსნისასაც აღინიშნება, რომელიმე ნიკა გვარამიას მსგავსი ასოციალური ადამიანის მიერ, რომ არ დაგავიწყდეთ, ამ უნივერსიტეტის ადგილას მოიჭრა 60 იმერული მუხა და 49 ძელქვა. თავისთავად ცუდია, რომ ხე იჭრება, მაგრამ მოდით, შევხედოთ, რას წარმოადგენს “წითელი ნუსხა”, რა ჯიშებია შეტანილი მასში და მართლა ელის თუ არა გადაგვარება, ვთქვათ, იმერულ მუხას.
ვიდრე ამ საკითხზე გადავალ, აქვე ვიტყვი, რომ “წითელ ნუსხაში” შეტანილია არა მხოლოდ იმერული მუხა, არამედ – საქართველოში არსებული ყველა ჯიშის მუხა და მათი გავრცელების არეალები არ არის შეზღუდული იმდენად, რომ პოპულაციას რაიმე დაემუქროს. საქართველოში დამკვიდრებული ძალიან ცუდი პრაქტიკის გამო, გადამცემი ხაზების მიმდებარედ მდგომი “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეები ექვემდებარება ჭრას, რაზედაც მთავრობის დადგენილებები ხშირად გვატყობინებს. ასე, მაგალითად (რაც უცებ მომხვდა თვალში), საქართველოს მთავრობის განკარგულება №2222014 წლის 10 თებერვალი. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება:
ა) ადიგენის სატყეო უბნის – უტყისუბნის სატყეოს ტყის ფონდიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მაღალმთის მუხის (Quercus macranthera Fisch et Mey) 125 (ას ოცდახუთი) ინდივიდი და ა.შ.
არ მგონია, ლიბერალურ პრესასა და PR ტექნოლოგებს უტყისუბანის სატყეოში მოჭრილ მაღალმთის მუხაზე რაიმე დაეწერათ ან ეჩივლათ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობისას მოჭრილ 60 ძირ იმერულ მუხაზე რომელიმე „ლიდერი ტელევიზია“ ისტერიკას მოაწყობს და ამით მხოლოდ გარემოსდამცველთა ავტორიტეტს დააზიანებს.
რაც შეეხება საკუთრივ იმერული მუხას (Quercus imeretina, Quercus robur subsp. imeretina) კორომებად გავრცელებულია ქუთაისის, ვანის, ბაღდათის რაიონებში და მის პოპულაციას 60 ძირის გამოკლებით გადაშენება არ ემუქრება. ასევეა ძელქვაც (Zelkova), რომელიც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წინააზიაშია გავრცელებული. Zelkova Zelkova abelicea კრეტას მთიანეთში და Zelkova sicula კუნძულ სიცილიაზე. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო დასაწყისში თქმული, რომ ყველა ხის მოჭრა ცუდია, მაგრამ როდესაც „მწუხარების“ ერთადერთი ნიშანი მშვენიერი პროექტისადმი წინასწარგანზრახული ნეგატივია, გარემოსადმი ასეთი „თანადგომა“ ძალიან არაგულწრფელია“, – წერს გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები