გორში არასრულწლოვანმა მაღაზიიდან პისტოლეტი და ვაზნები მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტსა და 10 ვაზნას დაეუფლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.