სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობიდან მიდის

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა გულედანი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაუდასტურა.
მერის ინფორმაციით, გამგებელი საქმიანობას ბიზნესსექტორში გააგრძელებს.
„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში – ამისგან ვერავის შევზღუდავ. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები