ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნება“ შეეცდება, მეორე ტურში იგივე გაიმეოროს, რაც ზუგდიდში

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მთაწმინდაზე მეორე ტურში გარკვეული სახით იგივე გაიმეოროს, რაც საზოგადოებამ ზუგდიდში უკვე იხილა. მისივე თქმით, საჭიროა, ბიძინა ივანიშვილს მკაფიო სიგნალი მიუვიდეს, რომ მათი გუნდი “კლანურ”, კორუმპირებულ სასამართლოს არ ეგუება. ​
​„ცხადზე უცხადესია, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, მთაწმინდაზე მეორე ტურში გარკვეული სახით იგივე გაიმეოროს, რაც ზუგდიდში ეს ეხება როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ისე – ხალხის დაშინებას და ნაწილობრივ მოსყიდვასაც. მაგრამ, მთაწმინდაზე პირველი ტურის შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ ძალიან ძნელია იმ მდგომარეობის გადატეხვა, როდესაც საზოგადოება მკაფიოდ ეუბნება არას ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ “კლანს”.
როდესაც რამდენიმე კვირაში პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა, როგორც სიმბოლო სასამართლოს კორუმპირებულ “კლანთან” ბრძოლისა. ეს შანსია არა მარტო მთაწმინდელებისთვის, არამედ, ზოგადად, საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, ჩვენ ამ “კლანურ”, კორუმპირებულ სასამართლოს არ შევეგუებით”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები