მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებზე: ამ კვლევებით ყველაზე ძალიან თავად NDI ზიანდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევები შეაფასა.
„ეს კვლევები დამაზიანებელია არა ხელისუფლებისას და ქვეყნისთვის, ის დამაზიანებელია მართლაც ძალიან სერიოზული და ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, რომლის ეგიდითაც ქვეყნდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” თოქშოუში „არჩევანში“. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ CRRC არის ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის დაკვეთით ატარებს საქართველოში საველე სამუშაოებს.
„ის ეკითხება თავისი ქართული წარმომადგენლობის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეს მის აზრს და შემდეგ გადასცემს NDI -ის და, სამწუხაროდ, NDI ენდობა ამ კვლევის შედეგებს. CRRC -ის ყველა კვლევა, ყველა ტენდენცია აბსოლუტურად ერთი ერთში, ყოველთვის ემთხვეოდა “ნაციონალური მოძრაობის” ტენდენციას. ფაქტია, რომ მისი “მესიჯბოქსიც” კი  ემთხვევა ხოლმე “ნაციონალური მოძრაობის” “მესიჯბოქსს”. ამით ყველაზე ძალიან ზიანდება თავად NDI“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები