დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე აქციების გამო ტურისტები დასვენებაზე უარს აცხადებენ

სოხუმში საპროტესტო აქციის გამო ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ინფორმაციას “აფხაზეთის ტურიზმის კავშირის” პრეზიდენტი, ანა კალიაგინა ავრცელებს.
“უკვე დილიდან კოლეგები მირეკავენ და მწერენ, რომ ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება და მშვიდობა იქნება”,- განაცხადა კალიაგინამ.
მისი განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ცუდ გავლენას ახდენს ტურისტულ ნაკადზე. იმ ტურისტებმა, რომლებიც ხშირად დადიან დე ფაქტო აფხაზეთში, კარგად იციან, რომ აღნიშნული პროტესტები მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები