დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტები დაბლოკა

დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტები რესპუბლიკურ ტრასაზე დაბლოკა. ამგვარად ისინი პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების გადატანა ივლისიდან ნოემბერში არ მოხდება. მომიტინგეები, ასევე, “პრეზიდენტის” გადადგომასაც მოითხოვენ.
როგორც “რია ნოვოსტის” დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრმა, გარი არშბამ განუცხადა, აქციის მონაწილეებმა ბზიფისა და ტამაშის საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტები დაბლოკეს გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში. მოგვიანებით, ოპოზიციამ გახსნა გზები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი ნაბიჯი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები