ლაშა მესხი: რატომ არიან ვალდებულნი ახლადგამოჩენილი კანდიდატები, რომ საკუთარი ხმები „ნაცელექტორატს“ შესწირონ?

ჟურნალისტი ლაშა მესხი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გამართული შუალედური არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„5442 ხმა – შავგულიძე 2019 წლის არჩევნები (მთაწმინდის ოლქი). 5449 ხმა – რურუა 2016 წლის არჩევნები (მთაწმინდის ოლქი).
პიროვნული პატივისცემა შავგულიძეს, მაგრამ ციფრები არ ტყუის. ხალხი ერთია…
და რატომ არიან ვალდებულნი ახლადგამოჩენილი კანდიდატები, რომ საკუთარი ხმები ნაცელექტორატს შესწირონ?”, – წერს ლაშა მესხი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
19 მაისს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები