კრისტინ ლაგარდი პრემიერს: ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმა, რომელსაც ახორციელებთ და მინდა, მოგილოცოთ

„მინდა, მოგილოცოთ ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმის პროგრამის ხარისხი, ბაღიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ჩათვლით”, – ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სსფ-ის მმართველი დირექტორის შეფასებით, ხარისხი გადამწყვეტია და საქართველოში არის ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი პლატფორმა.
„მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით და ინვესტორებისთვის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ქვეყნის განვითარებისთვის, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის, რაც არის დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოში არსებობს რეფორმების განმაპირობებელი პლატფორმა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ბატონო პრემიერო”, – მიმართა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები