“ბატონ ალასანიას, ვფიქრობ, არ უნდა აკვირვებდეს მისი და მისი ნათესავების ქონებისადმი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი”

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.
„ბატონ ალასანიას, ვფიქრობ, არ უნდა აკვირვებდეს მისი და მისი ნათესავების ქონებისადმი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი. ეს ქონება და ფული, მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში უშოვია, თანაც იმდენი, რომ რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ სახლებს სადაც უნდა, იქ შეიძენს. ზეპირი განცხადებების ნაცვლად თემურ ალასანიამ უნდა მიუთითოს ის ორგანიზაციები, სადაც მუშაობდა და მუშაობს, წლებისა და ხელფასების ზუსტი მონაცემებით. მსგავს ინფორმაციას ის ვერ და არ მიუთითებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ!”, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ მეტრეველი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ბინა იყიდა, რის პასუხადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები