NDI: მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11%– ოკუპაციას, ხოლო 10% რუსულ პროპაგანდას ასახელებს.
კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცნობისთვის, საშუალოდ, ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები