ხულოში, 17 საარჩევნო უბნის მონაცემით, ვახტანგ ბერიძე 66%-ით ლიდერობს

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა 17 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რომ ამ უბნებში 66 პროცენტით ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი ვახტანგ ბერიძე.

ხულოს მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ 17 უბანზე ხმების 28 პროცენტი დააგროვა.

ხულოს საარჩევნო ოლქში 54 უბანია და ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები