ილია ნაკაშიძე: ხულოში “ქართული ოცნების” კანდიდატი ღირსეულად იმარჯვებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ილია ნაკაშიძის თქმით, ხულოში “ქართული ოცნების” კანდიდატი ღირსეულად იმარჯვებს. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა, 5 საათის მონაცემებით, 50 პროცენტს გადაცილებული იყო.
“მინდა გითხრათ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ღირსეულად მიმდინარეობდა. 5 საათის მონაცემებით, 50 პროცენტი ამომრჩეველთა აქტივობას გადავცდით. ჩვენი მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ღირსეულად იმარჯვებს.
5 საათისთვის, 17 საჩივარია დაწერილი, ყველა პროცედურული ხასიათისაა და საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.