გიორგი შენგელიამ გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს, სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი – მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ.
დღეს, გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი, ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.