“ვინ აგროვებდა და ვინ უყრიდა ცოცხებს ხალხს” – რულოვსისა და ნარმანიას შელაპარაკების ამსახველი ვიდეო
სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საარჩევნო უბნიდან, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაშია განთავსებული, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს. ფაქტი სანდრა რულოვსმა გააპროტესტა. მან ნარმანიას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, 7 წლის განმავლობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების გარდა, არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.
აღნიშნულ კრიტიკას დავით ნარმანიამ უპასუხა. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მორალური უფლება არ აქვს მსგავსი თემებით მანიპულაციების და მან ოპოზიციის კანდიდატს წინა ხელისუფლების დროს ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობა შეახსენა.