გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვეს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვეს. ისინი სამხარეო პოლიციის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ნიკოლოზ დიასამიძე ადგილზე არ იმყოფებოდა.
შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები itv.ge-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავების გამო იმყოფებოდნენ.
შეგახსნებთ, სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჟურნალისტი, presa.ge-სა და itv.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დააკავეს.
კაპანაძე უკვე გათავისუფლებულია.
შსს-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის წარმოება გრძელდება.