მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი იზიარებს პათოსს, რომ უნდა მოხდეს ვითარების “ადუღება”

„ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, ეს მიანიშნებს იმას, რომ ექსპრეზიდენტი ეთანხმება დესტაბილიზაციისა და ვითარების “ადუღების” პათოსს.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადება მხარდაჭერაა იმ პათოსისა, რომ რამენაირად გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და როგორც თავად ამბობენ, “აადუღონ” სიტუაცია. სააკაშვილი კი ამ არასახელმწიფოებრივ განცხადებას მხარს უჭერს. მაგრამ კიდევ ერთხელ განვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან და კანონიერების ფარგლებში გაეცემა პასუხი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდა უნდა იყოს “შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები