ხულოში, ამ დროისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 49.46 პროცენტია
17:00 საათის მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.46 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემზე 4%-ით მეტია. N84 საოლქო კომისიის ინფორმაციით, 11 931-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
უახლოესი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 17 საჩივარი დაიწერა. აქედან 14 საჩივარი შესულია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ხოლო სამი განცხადების ავტორი “სამართლიანი არჩევნებია”.