ნიკა გვარამია, ენმ-ს ლიდერებთან ერთად, ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან “itv”-ის დირექტორის დაკავებას აპროტესტებს
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი თინა ბოკუჩავა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სამხარეო პოლიციასთან სამართალდამცველებისგან ითხოვენ განმარტებებს, რატომ დააკავეს “itv”-ის დირექტორი გიორგი კაპანაძე.
თინა ბოკუჩავა სამხარეოს შენობაში შესვლასაც ითხოვს, თუმცა მას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაცით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ნიკა გვარამიასთან ერთად, ფოთში აპირებენ ჩასვლას, სადაც გიორგი კაპანაძე დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.