მარნეულის N11 საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ორჯერ გააძევეს
მარნეულში, N11 საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გააძევეს. გაძევების მიზეზი ანა ქარქაშაძის მიერ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა გახდა.
ქარქაშაძე პირველად, გაძევებამდე, საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის” სამკერდე ბეიჯით შევიდა.
გაძევების შემდეგ, ქარქაშაძე “ახალგაზრდა თაობის” ბეჯით ხელმეორედ შევიდა უბანზე, თუმცა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, იგი კვლავ ცდილობდა, ხელი შეეშალა არჩევნების მიმდინარეობისთვის და ამის საფუძველზე, N11 საარჩევნო უბანი მეორედ დაატოვებინეს.