ზესტაფონში 16 737-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ზესტაფონში საკუთარი არჩევანი 16 737-მა ადამიანმა უკვე დააფიქსირა, რაც მთლიან ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 30,26 პროცენტია.

ამ დროისთვის, ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიაში 3 საჩივარია დაფიქსირებული და სამივე პროცედურული ხასიათისაა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამის პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები