მარნეულში საკუთარი არჩევანი უკვე 22 553-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

მარნეულში 22 553-მა ამომრჩეველმა მერის რიგგარეშე არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც მთლიანად ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 22.62 პროცენტია.

მარნეულის საარჩევნო ოლქში სულ 99 717 ამომრჩეველია  რეგისტრირებული.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 17 საჩივარია შესული, რომლებიც ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. ამასთან, ოლქში დილიდან რამდენიმე მცირე ინციდენტიც დაფიქსირდა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამის პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები