მარნეულის N4 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გააძევეს

მარნეულში, N4 საარჩევნო უბნიდან კომისიის წარმომადგენელი “ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭისყრის შედეგად გააძევეს. ანა სანაიას გაძევების მიზეზად კომისიის საქმიანობასა და არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლას ასახელებენ.

ანა სანაია ამბობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არასამართლიანია და  უბნიდან დარღვევების დაფიქსირებისას გამოთქმული პროტესტის გამო გააძევეს.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები