ირაკლი სესიაშვილი: მარნეულში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მარნეულში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  ამის შესახებ სესიაშვილმა მარნეულის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან მოისმინა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის არადამაჯერებელი ბრიფინგი, თითქოს არჩევნები ყალბდება. სესიაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციამ ამის დამადასტურებელი ვერცერთი რეალური ფაქტი ვერ წარმოადგინა.

ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს,  გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და პატივი სცენ მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს.

მარნეულში მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები