ვახტანგ ბერიძემ ხმა ჭახაურში N50 საარჩევნო უბანზე მისცა

ხულოს მერობის ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ საკუთარი ხმა დააფიქსირა. ბერიძემ ხმა სოფელ ჭახაურში N50 საარჩევნო უბანზე მისცა. კანდიდატი აღნიშნავს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში,  ხულოს განვითარებაზე იზრუნებს.

“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ყველა ამომრჩეველს, რადგან მე ვიქნები ყველას მერი. გამარჯვების შემთხვევაში, დავიწყებ არსებულ პრობლემებზე მუშაობას, შეხვედრების დროს, ყველა სოფლის პრობლემა შესწავლილი გვაქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ძლიერი, თვითმმართველი მუნიციპალიტეტი გვექნება”,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მერის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები