შსს-ში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” (EU-ACT) ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ავსტრიის, ესტონეთის, ლიტვის, ამერიკის (DEA), უკრაინის, დიდი ბრიტანეთის (NCA) და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მიზანი ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება იყო.

პროექტის – “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” (EU-ACT) მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონალური ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები