არჩევნების დღეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

19 მაისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის არეალში შემავალ ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა.

როგორც „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანიის მიერ ამ დღისთვის გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

„თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ენერგომომარაგების არაგეგმიური შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები