ბათუმის ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

0

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით – „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 – ბათუმის სესია“ გაიხსნა.

როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, სამდღიანი სამიტის ფარგლებში, 4 თემა უნდა განიხილონ. კერძოდ, საპენსიო რეფორმა, განათლება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ქალთა უფლებები.

ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც საპენსიო რეფორმის თემაზე მუშაობს, დასკვნით ღონისძიებაზე სამიტის მონაწილეებს, შესაფასებლად, სარეკომენდაციო დოკუმენტს წარუდგენს. დოკუმენტში განხილული იქნება როგორია ევროკავშირის ქვეყნების საპენსიო პოლიტიკა და როგორ მუშაობს 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. საპენსიო რეფორმაზე მომუშავე სტუდენტებმა სამიტის მონაწილეებს დაგროვებით საპენსიო სქემაზე დღეს ტრენინგი ჩაუტარეს და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მონაწილეებმა მიმდინარე რეფორმის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. ღონისძიებაზე სტუდენტებს საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდათ. სამიტს 150-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი