საქართველოს პარლამენტის აპარატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ბრიუსელში გაიმართა კონფერენცია თემაზე საჯარო მმართველობის რეფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო მიმართვითვით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტთა აპარატის უფროსების ქსელის შესახებ, თბილისის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ კითხვით მიემართათ საქართველოს პარლამენტის აპარატში თბილისის მემორანდუმის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირისთვის და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქსელის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ წარდგენილმა რეგიონალური თანამშრომლობის ახალმა ინიციატივამ მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა ევროპელი პარტიორების მხრიდან.

კონფერენცია გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მას ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), ევროკავშირის გაფართოვების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR), ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ერთობლივი ინიციატივის SIGMA-ს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები