მოსკოვის გარეუბანში ტიმოშენკო მოკლეს
ოსკოვის გარეუბანში კრიმინალურ წრეებში “ტიმოხას” სახელით ცნობილი ყოფილი “კანონიერ ქურდი” ალექსანდრე ტიმოშენკო მოკლეს. მას ოდინცოვის რაიონში ეკლესიიდან გამოსვლისას ესროლეს.
ალექსანდრე ტიმოშენკო მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ბელორუსიის მკვიდრმა ალექსანდრე ტიმოშენკომ ერთ-ერთი დაკავების და ვადამდე გათავისუფლების შემდეგ ქურდულ ტიტულზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის გამო კრიმინალურ წრეებში მას პოლიციასთან კავშირში ადანაშაულებდნენ.
ტიმოშენკოს საპყრობილეში 25 წელი აქვს გატარებული. მას ერთხელ სამუდამო პატიმრობაც ჰქონდა მისჯილი, თუმცა გათავისუფლებას მიაღწია.