საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

18 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს .
როგორც „კვირას“ საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გამიზნულია მომავალი აბიტურიენტებისთვის და ასევე, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.
მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: http://gtu.ge/AboutStu/stem.php
მისამართი: მერაბ კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი
საინფორმაციო შეხვედრის თარიღი: 18 მაისი, 2019
მონაწილეთა რეგისტრაციის დრო: 11:30 – 12:00
შეხვედრის ხანგრძლივობა: 12:00 – 16:00
STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები მიიღებენ მომწურავ ინფორმაციას ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ( SDSU ) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ.
ჩვენი საბაკალავრო პროგრამებია:
• სამოქალაქო ინჟინერია
• კომპიუტერული ინჟინერია
• ელექტრული ინჟინერია.
STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები გაეცნობიან საინტერესო პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ STEM-თამაშებში. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და STEM-სერთიფიკატები.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://gtu.ge/News/12268/ ასევე, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტუ-ის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები