ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობაში უსაფრთხოების მიზნით დაცვის პოლიციაა მობილიზებული
“ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთის სიები დაამტკიცა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დრომდე შენობაში არიან მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია დაცვის პოლიციაც. სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობამ” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და პასუხი მოითხოვა, თუ რატომ გახდა საჭირო საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზება. მირანდა მესხის განმარტებით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესულია დოკუმენტაცია, რომელიც დალუქულია და, შესაბამისად, ამის გამოა შედარებით გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები.
„ჩვენ აქ გვაქვს ბიულეტენების ბლოკნოტები, რეგისტრატორის ბეჭდები. აქეთ არის სამუშაო სივრცე და ამიტომ არის მობილიზებული უსაფრთხოების მიზნით დაცვის პოლიცია. ეს მუდმივად არ ხდება – მხოლოდ მაშინ, როდესაც დოკუმენტაციაა შემოსული”, – განაცხადა მირანდა მესხმა.