როგორია გუშინ ზუგდიდში ავარიისას დაშავებულ მოზარდთა მდგომარეობა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, რვა მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს, მათ შორის 2 გოგონა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, სულხან ორჟანიამ განუცხადა, გუშინ კლინიკაში ავარიის შედეგად დაშავებული 8 მოზარდი მიიყვანეს.

მისივე თქმით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და გუშინვე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.
მოზარდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
„ამჟამად, კლინიკაში 7 მოზარდი რჩება, მათგან 2 გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ პოლიტრავმა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება  აღენიშნებათ. დანარჩენი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადა „კვირას“ სულხან ორჟანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა,
რის შედეგადაც 8 მოზარდი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები