დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე საქართველოში 2014 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხსა და სრულიად საქართველოს.
მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.