„საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია გამოხატავს განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია“

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ალიანსისადმი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია გამოხატავს ევროპის ქვეყნების განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.
“საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ არის მავალდებულებელი, მაგრამ ეს ევროპის ქვეყნების განწყობას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეშია. იმედი მაქვს, რომ პროცესები სწორედ აქეთკენ წავა. ეს არის დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნების წარმომადგენლებისა, რომ ასე სურთ დაინახონ საქართველოს რეინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ეს გსურს, რა დაგვიდგება წინ? – ასე რომ, პროცესები წავა სწორი მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
30 მაისს, ნატოს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები