დებატებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან თანხმობა მხოლოდ გიორგი შენგელიამ განაცხადა
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ზუგდიდში ქალაქის მერობის კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის – გიორგი შენგელიას გარდა დებატებზე ყველა კანდიდატებმა უარი თქვა.
დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, რის გამოც მერობის კანდიდატების დებატები ხვალ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ვერ შედგება.
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა, მანამდე კი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დებატებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი – სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – გიორგი შენგელიამ მოიწვია.