თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ვეფხისტყაოსნისა და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, კომკავშირის ხეივნის და სოლოლაკის ხევის მაცხოვრებლებს.გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ვანო სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილისა და მარო მაყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალისა და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
სანგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-II დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევისა და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მექანიზაციის ქუჩის მაცხოვრებლებს.10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III კვარტლების, გლდანის ხევის დასახლების, ნუშის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ხევძმარის, გია რომელაშვილის, ანტონ II, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავას, გურამ ქუთათელაძისა და ალეკო გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამ ქუთათელაძის, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ქედისა და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ანტონ პეტეფის, ალექსანდრე წულუკიძის, ფაღავას, ცისკრის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ჯორბენაძის, ლაგოდეხის, რუისის, ავლაბარის, მაჭარის, გონაშვილის, ალიხანიანის, მეტეხის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, ლადო მესხიშვილის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, არსენ იყალთოელის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნისა და იზაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, თვალჭრელიძისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები