ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიელ ხალხს კონსტიტუციის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის სიტყვაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა კონსტიტუციის დღის მნიშვნელობა ნორვეგიელი ხალხისთვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ მეგობრულ ურთოერთობებზე და ხაზი გაუსვა 2018 წლის ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ნორვეგიაში ვიზიტის, ისევე როგორც 2019 წლის მარტში ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის დაარსების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ამ კუთხით ასევე ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის.

სიტყვის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მომავალში, კიდევ უფრო მყარი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ნორვეგიას ეროვნული დღესასწაული და ნორვეგიელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები