ხვალ ლგბტ თემის მსვლელობა არ გაიმართება

ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში ლგბტ თემი მსვლელობას არ გამართავს.
„ხვალ არაფერი არ იგეგმება, რადგან საჯარო დემონსტრაციას აუცილებლად მოჰყვება ძალიან სერიოზული რისკები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ ასეთი ღონისძიებები ყოველთვის შეხლა -შემოხლით და ძალადობის გამოვლინებით სრულდება. წელს ვგეგმავდით, რომ მხოლოდ ბანერები გაგვეკრა მეტროსადგურებსა და ავტობუსის გაჩერებებზე. ეს უნდა ყოფილიყო პოსტერები ლგბტ მესიჯებით. თუმცა, სამწუხაროდ, სარეკლამო კომპანიამ უარი გვითხრა. შესაბამისად, ყველა ის გზა ჩაგვეხშო, რითაც საზოგადოებისთვის შეიძლებოდა ხმა მიგვეწვდინა“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე.
17 მაისს არაფერს გეგმავს არც არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა. ორგანიზაციის ბათუმის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია პრაიმტაიმს უყვება, რომ ისინი მხოლოდ საჯარო ლექციით შემოიფარგლებიან, ისიც 18 მაისს.
ცნობისათვის, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ღონისძიებები, რომლებიც ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ლგბტ უფლებებისა და ძალადობის წინაარმდეგ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები