ბათუმში „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 – ბათუმის სესია“ გაიხსნება

ბათუმში საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ღონისძიება სახელწოდებით – „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 – ბათუმის სესია“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება 17 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტების განსახილველ თემებს შორის არის საპენსიო რეფორმა.
სამიტის მონაწილეები სარეკომენდაციო დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული დაგროვებითი საპენსიო სქემა და ევროკავშირის საპენსიო პოლიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები