ირაკლი ჩიქოვანი: რაც დღეს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზუგდიდელების შეურაცხყოფაა 

“ის რაც დღეს ზუგდიდში მოხდა არის უტიფარი შეურაცხყოფა ზუგდიდის მცხოვრებლებისთვის “ნაციონალები”  ბოლო დღეებია ცდილობენ საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით, საარჩევნო პროცესის წარმოება ყველას თავისუფლად და მშვიდად შეუძლია ამისათვის არის ყველა პირობაა შექმნილი”, – ამის შესახებ, ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საკრებულოში შეჭრის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერი საკითხიდან პროვოკაციის შექმნას ცდილობს.
“მათ შეუძლიათ მიმართონ საკრებულოსაც, პოლიციასაც, გამგეობასაც და საოლქო კომისიასაც. ამაში ხელს არავინ უშლის. “ნაციონალების პრობლემა არის ის, რომ მათ უნდათ ყველა ასეთი ფაქტიდან გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან  აურზაური, “ნაციონალურ მოძრაობას” აქ ეს არ გაუვა, დაიღალა ქალაქი”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და ოპოზიციის მხირდან  ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.
“ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. აბსოლუტურად ყველა ფაქტის შესახებ უკვე განვუცხადეთ სამართალდამცველ ორგანოებს. ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შს სამინისტროს, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ზუგდიდში შეინარჩუნონ მშვიდობა, ასევე მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს – რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩათ ამათ და ყველაფერი მალე დასრულდება”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელს გია დანელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებაც დაუსვეს კითხვა, ირაკლი ჩიქოვანის თქმით დანელიას საქმის შესწავლა და ოფიციალური გამოძიება უკვე დაწყებულია.
გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია,  დაადგენს გია დანელიას საკითხს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის საკრებულოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭრებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავდნენ, რა დროსაც ძალის გამოყენებით, საკრებულოს შენობაში შეიჭრნენ. ისინი საკრებულოს წევრის გია დანელიას უფლებამოსილების შეწყვეტას და მის მიმართ საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელშიც გია დანელია ფიგურირებს, გამოძიება უკვე დაიწყო და დანელია გუშინ გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები