რა ვითარებაა ზუგდიდის საკრებულოსთან – გაერთიანებული ოპოზიცია შენობაში შეიჭრა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალის გამოყენებით, შენობაში შეიჭრენ. საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. თუმცა მოგვიანებით, ჟურნალისტებმა შენობაში შესვლა შეძლეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და გია დანელიას უფლებამოსილების შეწყვეტას  ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები