ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობს.
პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები, რომლებშიც მონაწილეობას შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იღებს ბათუმში იმართება.
ასამბლეის დღის წესრიგის მიხედვით, ორი დღის განმავლობაში კანონმდებლები პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ.
ასამბლეა მუშაობას 16 მაისს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები